მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების 7.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების მონაცემებით, ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა
ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.7 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებული რეფორმების შედეგად, რაც თურქეთის ბაზრის გახსნას და რეფერენტული ფასების დაწესებაში გამოიხატება, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ფასები მკვეთრად, 70%-მდე შემცირდა.