ანადოლუს სამედიცინო ცენტრს მეორედ მიენიჭა პრესტიჟული Planetree Gold აკრედიტაცია, რაც, როგორც კლინიკაში განმარტავენ, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია პაციენტებზე ორიენტირებული ზრუნვისა და საერთო სრულყოფილებისკენ სწრაფვის გზაზე.

„მთელი თურქეთის მასშტაბით, ანადოლუს სამედიცინო ცენტრი პირველი საავადმყოფოა, რომელმაც მეორედ მოიმოვა მოცემული აკრედიტაცია. Planetree Gold აკრედიტაცია ურყევი დასტურია ჩვენი თავდადებისა და ერთგულებისა პაციენტების ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ღია კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და მუდმივი განვითარების კულტურის ჩამოყალიბებით ჩვენ გავაუმჯობესეთ მომსახურების ხარისხი და გავაძლიერეთ კავშირი ჯანდაცვის საზოგადოებასთან.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა ჩვენს პაციენტს და მათ ოჯახებს ჩვენდამი არსებული ნდობისათვის. თქვენმა წარმატების ისტორიებმა შთაგვაგონეს რომ შეგვექმნა უნიკალური გამოცდილება, რის შედეგადაც შევძელით მეტად პაციენტებზე ორიენტირებული სერვისების ჩამოყალიბება.
კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ჩვენს გამორჩეულს გუნდს, ჩვენს არაჩვეულებრივ პაციენტებსა და მთელს საზოგადოებას წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერისათვის. თქვენს გარეშე ჩვენ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით,“- ნათქვამია „ანადოლუ სამედიცინო ცენტრი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანადოლუს კლინიკა არის თურქეთში მდებარე ის ცენტრი, რომელთანაც, 18 წლამდე ასაკის ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა. 

“ანადოლუს სამედიცინო ცენტრის” საერთაშორისო დეპარტამენტის მენეჯერის ლუკა ბოლქვაძის განცხადებით, მათი ცენტრის პაციენტების 30% (არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მოზრდილებიც) საქართველოდან არიან. იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკა  პაციენტებს 60 ქვეყნიდან იღებს, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია.

რაც შეეხება Planetree Gold-ის აკრედიტაციას, მისი მინიჭების მთავარი კრიტერიუმია მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება პაციენტზე ორიენტირებული მოვლის სფეროში.