მსოფლიო სამედიცინო ტურიზმში მნიშვნელოვანი სიახლეებია. განსაკუთრებული ცვლილებები და ახალი ტენდენციები კოვიდ პანდემიის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, მომხმარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ არა უშუალოდ სამედიცინო სერვისებს, არამედ პროფილაქტიკურ მედიცინას და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, რათა უკეთ აკონტროლონ დაავადებების რისკ-ფაქტორები, ისეთები, როგორიცაა წონა და სტრესი. შესაბამისად, სამედიცინო ტურისტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ მიმართლებებს, რომლებიც მათ არა მხოლოდ სამედიცინო პროცედურებს, არამედ კომპლექსურ გამაჯანსაღებელ პროგრამებს და პროფილაქტიკურ სერვისებს სთავაზობენ. ეს კი ბიძგს აძლევს ველნეს-ინდუსტრიას, რომელიც რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზეა ორიენტირებული. 

შესაბამისად, იცვლება მარკეტინგული სვლები და სხვადასხვა ქვეყანა თუ კომპანია  შეთავაზებებში აქცენტს აკეთებს კომპლექსურ პაკეტებზე, მათ შორის სამედიცინო შემოწმებებზე, პროფილაქტიკურ გასინჯვებსა და ცხოვრების სტილის შეცვლაზე. 

ტურისტების მოზიდვის პროცესში კი ერთვება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ვირტუალური კონსულტაციები, რათა კლინიკებმა და კურორტებმა უცხოელ ტურისტებს შესთავაზონ მათ მოთხოვნებზე მორგებული სერვისები. ამიტომ აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტი, რობოტოტექნიკა და სხვა. ეს ყველაფერი სამედიცინო მომსახურებების ლანდშაფტს სრულიად ცვლის და აძლიერებს სამედიცინო ტურისტების მოტივაციას.

ამასთან, კვლავ მაღალი რჩება მოთხოვნა რთულ ოპერაციებზე, როგორიცაა მინიმალურ ინვაზიური ჩარევები, ორთოპედიული ოპერაციები, კარდიოლოგიური პროცედურები და სიმსივნის მკურნალობა.


გარდა ამისა, ეკოლოგიური პრობლემების მზარდი გლობალური გააზრების პარალელურად მატულობს მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებსა და პროდუქტებზე, მათ შორის ჯანდაცვაშიც. 


გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია: მიღწევები გენეტიკური კვლევებისა და პერსონალიზებული მედიცინის სფეროში მედპერსონალს შესაძლებლობას აძლევს, ცალკეული პაციენტების მკურნალობა მათ გენეტიკურ სტრუქტურას მოარგოს. ეს ტენდენცია ჯანდაცვის სექტორში სულ უფრო იკრებს ძალებს. ამ მეთოდმა უდიდესი ცვლილებები მოახდინა კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში და მნიშვნელოვნად გადაზრდა გადარჩენადობის მაჩვენებელი.

სამედიცინო ტურიზმის ზრდის ფონზე, კომპანია Global Healthcare Resources-მა, სამედიცინო ტურიზმის ასოციაციასთან ერთად, შექმნა მიმწოდებლების გლობალური ქსელი (GPN). ესაა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთა ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური ქსელი, რომელიც დარგის განვითარებისთვის დიდი რესურსია. 

magazine.medicaltourism.com-ის მასალები