სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ირაკლი მხეიძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ლიკა ჭუმბურიძე ჩაანაცვლა.
ირაკლი მხეიძე, 2022-2023 წლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, იყო ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
წლების განმავლობაში, მუშაობდა კერძო სექტორში, სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე.
ირაკლი მხეიძე 2000 – 2005 წლებში სწავლობდა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტში, არის სამართალმცოდნე, სამართალმცოდნეობის მაგისტრთან გათანაბრებული.
სამუშაო გამოცდილება:
2023 წლის 23 ივნისიდან - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, დირექტორი.
2022-2023წწ. - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დირექტორი.
2022წ. - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დირექტორის მოადგილე.
2019-2022წწ. - შპს "ჯი არ სი", საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2014-2019წწ. - სს "ტერაბანკი", ფილიალის დირექტორი.
2004-2014წწ. - სს "პროკრედიტ ბანკი", სერვის ცენტრის უფროსი.