2025 წლის ნობელის პრემია მედიცინაში (ფიზიოლოგიასა და მედიცინაში) მიენიჭა მერი ე.ბრუნკოვს, ფრედ რამსდელსა და შიმონ საკაგუჩის.

პრემია მათ მიენიჭა აღმოჩენებისათვის პერიფერიული იმუნური ტოლერანტობის სფეროში. საუბარია მექანიზმზე, რომელიც ხელს უშლის იმუნურ სისტემას საკუთარ თავზე თავდასხმაში.

კერძოდ, იმუნური სისტემა ამოიცნობს და ანადგურებს მიკრობებს „T უჯრედების“ მეშვეობით, მაგრამ ზოგიერთმა T უჯრედმა შესაძლოა მიზანში შეცდომით ამოიღოს საკუთარი ცილები, რაც აუტოიმუნურ დაავადებებს იწვევს.

მეცნიერთა აღმოჩენებმა განაპირობა მკურნალობის პოტენციური მეთოდის შემუშავება, რომლებიც უკვე კლინიკურ კვლევებშია.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩენები ხელს შეუწყობს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ სერიოზული გართულებების თავიდან აცილებას, კიბოს უფრო ეფექტური მკურნალობის გზების პოვნას და აუტოიმუნური დაავადებებისგან განკურნებას.

ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში მიიღო, 31 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი - 87 წლის.

ვინ არიან ბრუნკოუ, რამსდელი და საკაგუჩი?

მერი ბრუნკოუ დაიბადა 1961 წელს და მიიღო დოქტორის ხარისხი პრინსტონის უნივერსიტეტში, აშშ-ში. მან თავისი  კვლევა ვაშინგტონში, ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში ჩაატარა. 

ფრედ რამსდელიც დაიბადა 1960 წელს და მიიღო დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან-ფრანცისკოში, 1987 წელს. მან  კვლევა იმავე ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში ჩაატარა, სადაც ბრუნკოუმ. ის სამეცნიერო კონსულტანტად მუშაობს სან-ფრანცისკოსა და სიეტლში მის მიერ დაარსებულ კომპანიაში.

შიმონ საკაგუჩი დაიბადა იაპონიაში 1951 წელს და მიიღო მედიცინის ხარისხი 1976 წელს, ხოლო დოქტორის ხარისხი კიოტოს უნივერსიტეტში 1983 წელს. ამჟამად ის ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორია.