თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.
პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მიულოცა. მინისტრის თქმით, სამედიცინო პროფესია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული და სტუდენტებს
მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სტუდენტებს, ასევე, სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა და განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული პირველკურსელები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს.
საზეიმო ღონისძიებას, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მისი მოადგილე თეა გიორგაძეც ესწრებოდა.