ფარმაცევტული ბაზარი
გლაუკომა, დიაბეტი, ეპილეფსია - რომელი დაავადებების მედიკამენტებს აფინანსებს სახელმწიფო

საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულიქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.იგი ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:▪️ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები▪️ ფილტვის ქრონიკული დაავადებები▪️ დიაბეტი (ტიპი II)▪️ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები▪️ ეპილეფსია▪️ პარკინსონის დაავადება▪️  გლაუკომა (აღნიშნული მედიკამენტები პროგრამას მიმდინარე წლის იანვრიდან დაემატა)პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ანაზღაურების პირობები 100 %-ით ფინანსდება:▪️ პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს▪️ პენსიონერი▪️ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი)▪️ ვეტერანი▪️გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა100 %-ით ფინანსდება:▪️ პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე▪️ ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეროგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?პროგრამული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ბენეფიციარის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის მოდულში, სადაც ხდება პაციენტის პირადი ნომრით იდენტიფიცირება, შესაბამისი დაავადებათა ჯგუფის და დიაგნოზის არჩევის შემდეგ მედიკამენტის გამოწერა.ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი აისახება სააფთიაქო ქსელში.  ამის შემდგომ, პაციენტს შეუძლია გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი პროგრამაში ჩართული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელის ფილიალიდან. მედიკამენტის მისაღებად, ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი, იმპექსიპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ აქდამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.

„შეწყდეს წარმოებაში გამოყენება, დისტრიბუცია და რეალიზაცია“ - რეგულირების სააგენტოს გაფრთხილება

რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს ერთ-ერთ იმპორტირებულ დამხმარე ნივთიერებასთან დაკავშირებით გაფრთხილებებს აძლევს.სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან უწყებაში შევიდა „მყისიერი შეტყობინება“ პაკისტანში აღმოჩენილი ფალსიფიცირებულ დამხმარე ნივთიერებასთან დაკავშირებით. შეტყობინების თანახმად, ნივთიერება PROPYLENE GLYCOL-ში  ანალიზის შედეგად დაფიქსირდა ეთილენგლიკოლის შემცველობის მაღალი დონე, რომელიც მიღების შემთხვევაში შესაძლოა იყოს ტოქსიური. რეგულირების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ნივთიერება მიჩნეულია მიზანმიმართულად და თაღლითურად არასწორად მარკირებულ პროდუქტად, რომლის დისტრიბუცია შესაძლოა განხორციელდა სხვა ქვეყნებშიც, არარეგულირებადი ბაზრების მეშვეობით.„შეტყობინებაში დაფიქსირებული დამხმარე ნვთიერება საფრთხის შემცველად  უნდა იქნას მიჩნეული, ვინაიდან მათმა სამკურნალო საშუალებაში გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი, განსაკუთრებით ბავშვებში,“ - ნათქვამია რეგულირების სააგენტოში. ამიტომ, სააგენტო დაინტერესებულ პირებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აძლევს რეკომენდაციას, აღნიშნული დამხმარე ნივთიერებები შესყიდული იქნას კვალიფიცირებული და დამტკიცებული მომწოდებლებისგან. ამასთან უწყების მოწოდებაა, ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლებმა შეწყვიტონ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ცხრილში მითითებული PROPYLENE GLYCOL-ის სერიების წარმოებაში გამოყენება. ასევე, შეწყდეს ნებისმიერი მზა პროდუქტის დისტრიბუცია და რეალიზაცია, რომელშიც გამოყენებულია პოტენციურად დაბინძურებული დამხმარე ნივთიერება. 

„გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან“ - რა შემთხვევაში უნიშნავენ ექიმები ონკოპაციენტებს არარეგისტრირებელ პრეპარატებს

პაციენტს აქვს უფლება, იცოდეს მისი დაავადების მკურნალობის ყველა არსებული მეთოდის შესახებ, მათ შორის ისეთი მედიკამენტების თაობაზე, რომლებიც საქართველოში არაა რეგისტრირებული, თუმცა დამტკიცებულია ევროპისა თუ ამერიკის მარეგულირებლების მიერ.ამის შესახებ კლინიკურმა ონკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, “ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის” ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ფიფიამ რადიოგადაცემაში „ჯანმრთელობის ლაბორატორია“ საუბრისას განაცხადა. საკითხს ონკოლოგი წამყვანის შეკითხვაზე პასუხისას შეეხო, რომელიც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას ეხებოდა. ამ განცხადების თანახმად, 60 ონკოლოგის მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე შედგა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები სამართალდამცავ სტრუქტურებშიც გადაიგზავნა.ნინო ფიფიას განმარტებით,  არსებობს ახალი თაობის მედიკამენტები, რომელთა ეფექტიანობა დადასტურებულია, თუმცა მათ დარეგისტრირებას გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროში კი პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია მკურნალობის სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ. „მაგალითად ავიღოთ თარგეტული, ანუ სამიზნე თერაპია, რომელიც მიმართულია კონკრეტული ცილის ან გენეტიკური მუტაციის დათრგუნვისკენ, რომელიც იყო წამყვანი კონკრეტული ონკოპათოლოგიის განვითარებაში. არის სხვადასხვა თაობის პრეპარატები, მაგალითად, ძუძუს კიბო რომ ავიღოთ, ჰერ2-დადებითი კიბოს შემთხვევაში, არის პირველი და მეორე თაობის მედიკამენტები, რომლებიც, საბედნიეროდ, ხელმისაწვდომია ჩვენს ქვეყანაში. მესამე თაობა ასევე ხელმისაწვდომია. არის ასევე მეოთხე თაობა, რომელიც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, მალე ეს პრეპარატიც იქნება საქართველოში. ანუ დადებითი ძვრები ყველა მიმართულებით არის და ჩვენი ექიმები - მათ შორის მეც - გულწრფელად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს პაციენტებს, რა შეგვიძლია, რა არის მოწოდებული თუნდაც საერთაშორისო სტანდარტებით, შეგვიძლია თუ არა სრული უზრუნველყოფა და თუ კონკრეტულ სიტუაციაში არ შეგვიძლია მისი გამოყენება იმის გამო, რომ ჯერ პრეპარატი არ დარეგისტრირებულა, ეს უნდა იყოს განხილული პაციენტთან ერთად. ამის შემდეგ პაციენტი გადაწყვეტს,  საზღვარგარეთ შეძენით გადაჭრას ეს პრობლემა თუ დალოდებით, რომ მალე ჩვენთანაც იქნება,“ - განაცხადა ფიფიამ და აღნიშნა, რომ ასეთი პრეპარატების ნაწილი საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია.მისი თქმით, ექიმები პაციენტებს სთავაზობენ იმას, რაც არის ბოლო სიტყვა ონკოლოგიაში, რაც სჭირდება უშუალოდ ამ პაციენტის კონკრეტულ ონკოლოგიას. ხოლო თუ ამწუთას საქართველო ვერ უზრუნველყოფს ამ პრეპარატზე წვდომას, პაციენტს უნდა ჰქონდეს არჩევანი, აქ შეიძენს მას თუ წავ და უცხოეთში ჩაიტარებს მკურნალობას. იგივე ეხება ომუნოთერაპიას, რომლის ერთ-ერთი პრეპარატი საქართველოში რეგისტრირებულია და ფილტვის და ღვიძლის კიბოს მკურნალობაში გამოიყენება,  მაგრამ არსებობს სხვა სიმსივნეები - მაგალითად კანის კიბო, რომლის სამკურნალო იმუნოთერაპიის პრეპარატები დღესდღეისობით საქართველოში არ არის რეგისტრირებული, თუმცა ამერიკაშიც და ევროპაშიც ხელმისაწვდომია. ონკოლოგის თქმით, ამ ტიპის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პაციენტს. „რთულია აქ ისაუბრო იმაზე, რომ ექიმებს თურმე ჰქონიათ პირადი ინტეტესები. აქ ყველანი გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან, რომ შევთავაზოთ პერსონალიზებული მკურნალობა, რათა შედეგები უკეთესი იყოს და კარგი ხარისხით იცხოვროს ადამიანმა,“ - განაცხადა ფიფიამ. 

იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ერთ წელიწადში ფასები 3,3%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, ძირითად იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებსა და პრეპარატებზე, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ფასები 3,3 პროცენტით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი ზრდამ 0,8% შეადგინა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მთელი 2022 წლის განმავლობაში, აღნიშნულ ჯგუფში ფასები, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით მცირდებოდა, 2002 წლის მარტში 15%-იანი შემცირებაც კი დაფიქსირდა. შემცირების ტრენდი გრძელდებოდა 2023 წლის განმავლობაში, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით.რაც შეეხება ფასების ცვლილებას წინა თვესთან შედარებით, როგორც აღინიშნა, აქ ზრდა 0,8%-იანი იყო, თებერვალში დაახლოებით 5%-იანი კლება დაფიქსირდა, იანვარში კი 5%-იანი ზრდა.შეგახსენებთ, რომ  2022 წლის იანვარში საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები ამ სეგმენტში 70-80%-ით შემცირდა.